Monday, April 14, 2014

14 აპრილი

ჩემს ბლოგზე ავტვირთე მასალა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფოტო და ვიდეო მასალით.

აღდგომა

                                     ქრისტე  აღსდგა !

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა
აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია

ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ოთხივე სახარების თანახმად, ებრაელთა პასექზე, პარასკევ დღეს ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა.
325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.

სააღდგომო სამზადისი
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა

Sunday, April 13, 2014

ჩემი რჩეული მწერალი

პროექტის სახელწოდება:  ჩემი რჩეული მწერალი.
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  რჩეული მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო , მნიშვნელოვანი დეტალებისა და ფაქტების კვლევ-ძიება.
პროექტის აქტუალობა: სხვადასხვა მწერალთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ეცნობიან და აანალიზებენ გამოჩენილ ადამიანთა შემოქმედებით გზას ეპოქასთან  მიმართებაში, მათი პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს,ღრმად იხედებიან მათ სულიერ სამყაროში,მიზნებსა და მისწრაფებებში.
მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასი
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლებაშეიქმნას: პრეზენტაცია, ფოტო-
მასალა, აუდიო-მასალა, ჩანაწერები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, პროექტორი ,დამხმარე ლიტერატურა, რვეული,კალამი, ავტობუსი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საწყის ეტაპზე მოსწავლე იძიებს  მასალას ინტერნეტის ან დამხმარე ლიტერატურის საშუალებით, ამზადებს  პრეზენტაციას, აკეთებს
ჩანაწერებს, ქმნის ნახატებს  გამოფენისათვის, ემზადება  მხატვრული კითხვისთვის,იგეგმება ექსკურსია რჩეული მწერლის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ხაბაზიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninox0907@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninox0907.blogspot.com/

Thursday, April 10, 2014

10 აპრილი

მაქვს ჩვეულებრივი განწყობა, უკეთესიც შეიძლებოდა.

ნინო ხაბაზიშვილი

ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვმუშაობ  32-ე საჯარო სკოლაში.